სოსო გოგაშვილი: ჩემი პატარა ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე, ექიმებმა მომიკლეს, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია
-
+
11 ივნისი. 2019. 14:24
„მეც შვილმკვდარი მამა ვარ და ჩემი პატარა ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე, ექიმებმა მომიკლეს და ბაბუს გულზე დავკრძალე, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
იოსებ გოგაშვილმა მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ტერაქტების მოწყობას გამოეხმაურა, რომელსაც სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავდა.
„თანასოფლელებისგან ვიცი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი და მისი თანმხლები პირები მაჩხაანში ჩემი სახლის ახლომახლოც გაჩერდნენ და იქაურობას ზვერავდნენ. როგორც ჩანს, ჩემი სახლიც ერთ-ერთი სამიზნე იყო და თუ ჩანაფიქრს სასაფლაოზე ვერ განახორციელებდნენ, ეცდებოდნენ, სახლში ამოვეწყვიტეთ“, - განაცხადა გოგაშვილმა.
წყარო :