logo_geo
eng_logo
სირიის ქალაქ იდლიბზე თავდასხმას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

31 მაისი. 2016. 12:53



რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ქალაქ იდლიბზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის შვიდი მცირეწლოვანია.



ხელისუფლების წარმომადგენლები მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.



სირიის მონიტორინგის ცენტრის თქმით, ერთ-ერთი ჭურვი საავადმყოფოს დაეცა.



იდლიბი მეამბოხეებისა და, ნაწილობრივ, „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ფრთის „ჯაბხატ ალ-ნუსრას" დასაყრდენად ითვლება.



რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმების განხორციელება გასული წლის სექტემბერში დაიწყო, ოფიციალური მოსკოვი განმარტავს, რომ სპეცოპერაციების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner