„ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამ", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი „თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ სამართალდამცავმა ორგანოებმა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
„ბუნებრივია, უნდა ვთხოვოთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოს, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს, რა და როგორ მოხდა. დაუშვებელია ყველანაირი თვალსაზრისით, რა მოტივიც არ უნდა იყოს. სასწრაფოდ უნდა იქნას საქმე გამოძიებული, დამნაშავეები ნაპოვნი და დასჯილი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
იხილეთ:
ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=999