ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში.
„ეს არის ჩემი პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება. ეს პოზიცია მე არც ადრე დამიმალავს. დღეს ეს საკითხი იხილება სკაონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პოზიცია, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„საბანკო ზედამხედველობის შესახებ" კანონი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფას ითვალისწინებს, ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.