logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ თავს მთელ პანკისის ხეობასთან აიგივებს, არადა, საამისო ავტორიტეტი ნამდვილად არ აქვს
- +

11 ივნისი. 2019. 16:22

 

 

„მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ოჯახს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და დეზინფორმაციის ნაკადით კვებავენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ძალიან ბევრ ღირსეულ ქისტთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ვმეგობრობ და ისინი მამაჩემის გასვენებაშიც იყვნენ, რაზეც, სხვათაშორის, მახლაზ მაჩალიკაშვილი ძალიან გაბრაზებულა. ეს კაცი საკუთარ თავს მთელ პანკისის ხეობასთან აიგივებს, არადა, საამისო ავტორიტეტი ნამდვილად არ აქვს. მეზობლების გარდა არავინ იცნობდა და ახლა მთელმა საქართველომ რომ გაიცნო, ამასაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. „ნაცმოძრაობასთან“ უნისონში პოლიტიკური ამბიციებიც კი გაუჩნდა - თურმე, ხელისუფლება უნდა შეცვალოს.

 

ჯერ კიდევ შარშან ჩემმა ქისტმა მეგობრებმა, რომლებიც კარგად მიცნობდნენ და იციან, რა ცხოვრების წესითაც ვცხოვრობ, სცადეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაერწმუნებინათ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის თავი დაენებებინა და სამართლებრივი გზებით ებრძოლა, მაგრამ მან ეს რჩევა არ გაითვალისწინა და ბოლომდე „ნაცმოძრაობასთან“ დადგა“, - განაცხადა გოგაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner