logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე ყირგიზეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა
- +

11 ივნისი. 2019. 16:30

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის  ჯგუფის წევრი კობა კობალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გააქტიურებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს მიღწევებით და იმ ნაბიჯებით, რომლებიც ქვეყანაში ინსტიტუციონალური და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის  კუთხით გადაიდგა.

 

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი ყურადღება  საპარლამენტო კონტროლს და მისი ეფექტურად განხორციელებისათვის  საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის,  საზედამხედველო მექანიზმებსაც დაეთმო.

 

„შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებთან ორივე მხარისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ისინი დაინტერესდნენ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმებით და მათი ეფექტურობით,  ქვეყნის გამჭვირვალე ინსტიტუციონალური მმართველობით,  ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დამოკიდებულებით, ასევე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებული რეფორმებით, საყოველთაო თავდაცვის ორგანიზების საკითხებით და სხვა. შეხვედრაზე ასევე  განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრების განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ბევრი მიმართულებით საყურადღებოა და შევთანხმდით, რომ ქართული მხარე აუცილებლად დაეხმარება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის საინტერესოა. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დავსახეთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ შეხვედრის შემდეგ.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner