logo_geo
eng_logo
თბილისის მერი სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს
- +

11 ივნისი. 2019. 17:04

 

 

თბილისის მერი სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერს და მის მოადგილეს არანაირი კავშირი არა აქვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

 

კახა კალაძის განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა, ის მერიაში არ მუშაობს და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესის შემთხვევაში, მედიამ კითხვები შესაბამის უწყებას უნდა დაუსვას.

„ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი იმით მაინც იყვნენ პოპულარულები, რომ ოსტატურად ატყუებდნენ ხალხს, ბევრ რამეს აჯერებდნენ, შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ყველას ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი იყო და ყველაფერი მაგრად მიდიოდა, მაგრამ ახლა უკვე ტყუილებიც არ გამოსდით. ამ საკითხთან რა შუაშია მერია, კახა კალაძე და ირაკლი ხმალაძე? გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის ცალკე სტრუქტურა. არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რისი მცდელობაც აქვთ. რაც შეეხება ირაკლი ხმალაძის ძმას, ის გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტია, რომელიც მერიაში არ მუშაობს. „ბილდინგ დეველოპერთან” დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუსვით შესაბამის უწყებას და არა დედაქალაქის მერიას. მერიის საკითხებთან მიმართებაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე თემას გავქცეოდით. ჩვენს გადაწყვეტილებებზე ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ, გვეამაყება, რასაც თბილისისთვის და თბილისელებისთვის ვაკეთებთ და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner