logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს და ჯონ ბოლტონს შეხვდება
- +

11 ივნისი. 2019. 17:47

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება. მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკლ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თეთრ სახლში. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.

12 ივნისს პრემიერ-მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

 

ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner