ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ საგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.