logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა
- +

11 ივნისი. 2019. 19:08

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწევები, პროგრესი და ახალი უფლებები, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის მთლიანი მოსახლეობისთვის.

 

„საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა  ოკუპირებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით; შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი.

 

ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო პუნქტებთან. არალეგალური დაკავება და ხშირია გატაცებები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ინტენსიურად ხდება ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დარღვევა, მათ ართმევენ ყველაზე მთავარს - სიცოცხლის უფლებას. უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას. მათ შორის ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე. და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი შეუძლებელია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აქვს მუშაობის მანდატი, რუსეთის ფედერაციისგან არ აქვს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების უფლება.

 

„დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების  მტკიცე მხარდაჭერა“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner