ავტორი ანა ნონიკაშვილი
„რომელიმე ოპერაში თუ არის პრემიერ-მინისტრის არია, მაშინ შეიძლება პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრი გახდეს", - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პაატა ბურჭულაძის და მისი პოლიტიკური მოძრაობის შანსები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. მეჭიაური ასევე მიიჩნევს, რომ ბურჭულაძის პარტია პარლამენტში ვერ მოხვდება.
„მეეჭვება, რომ ბურჭულაძის პარტია პარლამენტში იყოს წარმოდგენილი. რომელიმე ოპერაში თუ არის პრემიერ-მინისტრის არია, მაშინ შეიძლება პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრი გახდეს", - განაცხადა მეჭიაურმა.