ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 1 532 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ახორციელებს.
გზის მშენებლობის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერეს.
ამორტიზებული გზა ხელს უშლიდა, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას შეძლებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.