logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ ურთიერთობას ეს გარეწარი ვერ დააზიანებს
- +

31 მაისი. 2016. 14:14



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „facebook"-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ სამარცხვინოა, ერთი წლის თავზე უკრაინაში ყველაზე პოპულარული ტელეარხი „1+1" - ასეთ დოკუმენტურ ფილმს უძღვნის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და აწ უკვე გაუმაძღარ თაღლით გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.



„ერთი წელი გავიდა - რაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა.

როგორი სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ წლისთავზე, უკრაინაში ყველაზე პოპულარული ტელეარხი „1+1" - ასეთ დოკუმენტურ ფილმს უძღვნის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, და აწ უკვე გასტროლიორ, ძებნილ, გაუმაძღარ თაღლით გუბერნატორს.

სამწუხარო იმიტომაა, რომ უნებურად, ბევრი უკრაინელისათვის სააკაშვილი მაინც საქართველოსა და ქართველობასთან ასოცირდება. დამოკიდებულება მის მიმართ - გარკვეულ წილად აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.

გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ ურთიერთობას - ეს გარეწარი ვერ დააზიანებს", - წერს კოკა ყანდიაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner