თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები რიმა ბერაძე და გულიკო ზუმბაძე ღვაწლმოსილი აკადემიკოსების: მზექალა შანიძის, ეთერ ქემერტელიძისა და ნანა ხაზარაძის პატივსაცემად მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, დედაქალაქის მერიის თანადგომითა და საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
დეპუტატებმა თითოეულ მათგანს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ქალბატონები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. საკრებულოს წევრებმა მზექალა შანიძის, ეთერ ქემერტელიძისა და ნანა ხაზარაძის ღვაწლზე ისაუბრეს და მათ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.