logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის
- +

16 თებერვალი. 2016. 11:06



ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის.



მისი თქმით, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პროცესში ახლა გადამწყვეტი მომენტი დადგა.


დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რეფერენდუმის ჩატარებას ოფიციალურად 22 თებერვალს დააანონსებს. რეფერენდუმი შესაძლოა, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner