„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ბუკა პეტრიაშვილმა დაწერა, ლევან მიქელაძე რომ გაცოცხლდებოდეს, ყველაფერ მიწიერს დავთმობდიო. რაღაც ცუდი გრძნობა გამიჩნდა და მივწერე, დათმობა კი არაა სიყვარული, იდეების გაგრძელებაა-მეთქი. მერე ჩემი სიტყვების მიმართ გამიჩნდა ცუდი გრძნობა და წავშალე. ბუკა დაჭრეს ლევანის საფლავზე", - წერს ფანჯიკიძე.
ალექსი პეტრიაშვილი დღეს უცნობმა პირებმა დაჭრეს. პეტრიაშვილი საავადმყოფოშია გადაწყვანილი და ოპერაცია უტარდება. ექიმის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
იხილეთ:
შსს: ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდურშია დაჭრილი
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=999