მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამით გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ პროცესი დაიხურა. დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება და პროცესის დახურვაც პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით გადაწყდა.
აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი, რომელსაც ქმარმა ცივი იარაღით სხეულზე 13 ჭრილობა მიაყენა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.