logo_geo
eng_logo
დათო ხუჯაძე: კობალაძემ გადაწყვიტა, რომ მთელი საქართველოს ესტრადამ უნდა უხადოს მაგას ფული
- +

12 ივნისი. 2019. 17:40

 

„ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, ამას ვერავინ წაართმევს. ჩემს საავტორო უფლებებს რომელ კომპანიასაც მინდა, იმას დავაცვევინებ“, - განაცხადა მომღერალმა დათო ხუჯაძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, სადაც საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციასთან შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

 

„კობალაძე კი იძახის, რომ მონოპოლია მას ეკუთვნის, მაგრამ საბედნიეროდ, მუშაობს ანტიმონოპოლიური სამსახური და კანონის ძალით ყველაფერი დალაგდება. ან ეს რა უბედურებაა, რა მიდგომაა, რომ დადის და იძახის, მე მომეცით ფული, ვიღაცებს არ ჩაურიცხოთო? იგივეა, ვიღაცა პურს რომ ყიდის, მეც რომ გავყიდო, უნდა ამიკრძალონ? რა დამოკიდებულებაა საქმის მიმართ, ვერ ვხვდები. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, ამას ვერავინ წაართმევს. ჩემს საავტორო უფლებებს რომელ კომპანიასაც მინდა, იმას დავაცვევინებ, რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს. უბრალოდ, კობალაძემ გადაწყვიტა, რომ მთელი საქართველოს ესტრადამ უნდა უხადოს მაგას ფული. რაღაც ფანტაზიები აქვს ძალიან გაშლილი სათავისოდ და არ ხდება ეგრე, კანონი გაუჯანსაღებს ლოგიკას და ფანტაზიის უნარსაც შეუზღუდავს ცოტას“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner