logo_geo
eng_logo
დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 1 პირი მიეცა
- +

12 ივნისი. 2019. 17:42

 

 

2019 წლის 22 მაისს, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

 

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

„საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის  ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ-თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

 

ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner