საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მეჭიაურის განცხადებით, აპირებს პარტიის შექმნას და კენჭისყრას ოქტომბრის არჩევნებში, ასევე არ გამორიცხავს ალიანსს სხვა პარტებთან.
„კენჭს ვიყრი და დანარჩენი არ ვიცი. მე თვითონ თუ არ გამიჩნდა ალიანსის სურვილი, სხვისგან შემოთავაზებულს არ ვიღებ. კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" ვითანამშრომლო, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებაზე თუ ჩემს შეხედულებას დაემთხვევიან. პარტიის შექმნას ვაპირებ, აქედან გამომდინარე, დავაპირებ არჩევნებში მონაწილეობას. ჩემს პარტიაში ამჟამინდელი თანაგუნდელებიც შეიძლება ვიხილოთ" , - განაცხადა მეჭიაურმა.