logo_geo
eng_logo
სეისმური საფრთხეების და რისკების შემცირების თემაზე შეხვედრა გაიმართა
- +

31 მაისი. 2016. 14:41


 

30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის აპარატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში სეისმური საფრთხეების შეფასების და რისკების შემცირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას კრიზისული სიტუაციების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ღიბრაძე, კრიზისული სიტუაციების ეროვნული ცენტრის უფროსი მრჩეველი რუსუდან კახიშვილი, აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის სეისმური თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი უილიამ უანდერერი, ლოურენს ლაივმორის ეროვნული ლაბორატორიის სეისმოლოგი რენჯინ ბოკი, სეისმური საფრთხისა და რისკის კონსულტანტი ტუნა ონური, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზეინაბ გულერჩე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ესწრებოდნენ. კრიზისული სიტუაციების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია საბჭოს, საბჭოს აპარატისა და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ. ასევე იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც კატასტროფის რისკის შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს. კრიზისული სიტუაციების ეროვნული ცენტრის უფროსმა მრჩეველმა, გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების „სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის" ეროვნულმა კოორდინატორმა, რუსუდან კახიშვილმა აღნიშნულ თემაზე შეხვედრის მონაწილეებისთვის პრეზენტაცია წარმოადგინა.


შეხვედრაზე განხილული იყო კატასტროფის რისკის შემცირების კუთხით მსოფლიოში არსებული თანამედროვე მეთოდების საქართველოში დანერგვის საკითხი.


უცხოელი ექსპერტები საქართველოს კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასების პროექტის ფარგლებში ეწვივნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner