ქალაქ ხობში რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, ალიო მირცხულავას და სამეგრელოს ქუჩებზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ.
რკინაბეტონის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 322 145 ლარამდე დაიხარჯება, ხოლო არხების გამტარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის დროს დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.