„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.
„პარლამენტს გადაეგზავნება მოტივირებული შენიშვნები, რომელიც აქამდეც ასახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. პრემიერ-მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული; ასევე იმედი გვაქვს, პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.