logo_geo
eng_logo
გიორგი ისაკაძე: მაქვს უფლება, მივმართო სასამართლოს და ბუნებრივია, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ
- +

31 მაისი. 2016. 15:13



გადაცემების „ბიზნესკონტაქტისა" და „საქმიანი დილის" ავტორმა და წამყვანმა გიორგი ისაკაძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან" კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის საკითხის შეფასებისას განაცხადა, რომ არხის გენერალურ დირექტორ ზურაბ ნაყეურთან გუშინ ჰქონდა შეხვედრა და იცოდა, რომ საღამოს მიიღებდა შეტყობინებას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის თაობაზე, რომელიც რამდენიმე მუხლს ითვალისწინებდა.



იყო ასევე ჩემი, როგორც წამყვანის ანაზღაურებაზე საუბარი. 2 ოქტომბერს, როცა დავჯექი ანალიტიკური გადაცემის წამყვანად, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პასუხი იმ ზეპირ შეთანხმებაზე, რომელიც წინასწარ მქონდა მიღწეული წინა მენეჯმენტთან და აქციონერებთან. გამომდინარე იქდან, რომ ეს არ იყო ჩემი საკონტრაქტო ვალდებულება, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მივიღე პასუხი, რომ ვერ შედგებოდა შეთანხმება. თუმცა გუნდის პოზიცია, რომელიც ბოლოს მივიწერე, იყო ცალსახა და მარტივი, რომ პროექტები ყველანაირად გააგრძელებს მუშაობას, როგორც მუშაობდა, უწყვეტ რეჟიმში, არ იყო საჭიროება გადახედვის, მათ შორის არც ჩემი კონტრაქტის.

მე დღეიდან არ მაქვს ლეგიტიმაცია, რაიმე ტიპის მოთხოვნის დაყენების და როგორცბიზნესკონტაქტისა" დასაქმიანი დილის" ხელმძღვანელმა დავავალდებულო ჩემი ყოფილი გუნდის წევრები, მაგრამ პროექტები უნდა გაგრძელდეს. რაც შემეხება მე, მე მაქვს უფლება, მივმართო სასამართლოს და ბუნებრივია, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. როგორ ფორმულირებას მიიღებს საბოლოო ჯამში სარჩელი და რა იქნება ჩემი მხრიდან ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველი, ამას ცალკე გაცნობებთ", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner