ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ლარმა ეკონომიკური მდგომარეობის ბუნებრივი ასახვა დაიწყო, შესაბამისად, მის უფრო მეტად გამყარებას უნდა ველოდოთ მიმდინარე პერიოდში.
მისი თქმით, როდესაც მენეჯმენტი შეიცვალა ეროვნულ ბანკში, ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც წავიდა ეკონომიკაში, პირდაპირპროპორციულად აისახა ლარის კურსის გამყარებაზე.
„ეკონომიკის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა, მენეჯმენტის შეცვლამ ეროვნულ ბანკში, საბოლოო ჯამში, დაასტაბილურა ლარი და მის უფრო მეტად გამყარებას უნდა ველოდოთ მიმდინარე პერიოდში", - განუცხადა „პირWელს" დუნდუამ.
შეგახსნებეთ, რომ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ვალუტა მარტის თვიდან 15%-ით არის გამყარებული.