logo_geo
eng_logo
მაია ფანჯიკიძე: მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიონ საქმე
- +

26 თებერვალი. 2016. 15:29



„თავისუფალი დემოკრატების" წევრი მაია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ დეტალებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი ფეხებში და ერთი ზურგის არეში. მისივე თქმით, პეტრიაშვილს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება თავის არეშიც აღენიშნება.


„ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმმა თქვა, სტაბილურია. როგორც ვიცით, მას ახლა ამზადებენ ოპერაციისთვის. 5 ნასროლი ტყვიიდან სამი აქვს მოხვედრილი. აქედან ორი ფეხში და ერთი ზურგის არეში. თავზე აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა, რომელიც შეიძლება იყოს დაცემის შედეგად ან მანამდე ჩარტყმული. ფაქტია, რომ მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.


მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი სასაფლაოზე იმყოფებოდა.


„არ ვიცი, ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად. დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე და ვინც კი იცნობს ბუკას, ყველამ იცის, რომ ის ამ დღეს მიდის ხოლმე ლევანის საფლავზე. როგორც მითხრეს, ირგვლივ მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა დაინახეს რაღაც და მათ გამოიძახეს სასწრაფო", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.


ფანჯიკიძის თქმით, მან დაჭრის მოტივი არ იცის, თუმცა სამართალდამცავ როგანოებს მოუწოდებს, რომ ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიონ საქმე.


„მე მოტივი არ ვიცი და არც მჭირდება. ფაქტია ერთი, რომ ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში დაესხა თავს შეიარაღებული პირი და გაიმეტა იგი სასიკვდილოდ. მე მგონი, ეს საკმარისია, რომ ყველანი ვიყოთ შეშფოთებულები და მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანობს, რომ ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიონ საქმე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

 

 

იხილეთ:

ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=999






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner