რეჟისორმა ლაშა ონიანმა, საპატრიარქოს ტელევიზიასთან ისაუბრა პროექტის დეტალებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის პრემიერამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და 31 მაისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ელის მაყურებელს, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის" მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე.
„მაქსიმალურად ვეცადე, დღეს ვინც არიან კინო ეკრანებზე თუ თეატრის დიდ სცენებზე, ყველა ერთად შემეკრიბა, ვინაიდან ასეთი პროექტები არ არის გრძელვადიანი სამუშაოები და ამიტომ უნდა იყვნენ ის მსახიობები, რომლებსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვთ და რომლებთანაც საუბრის შემდეგ ეგრევე არის შესაძლებელი სცენაზე შესვლა და როლის ათვისება, ამაზე ცალკე დრო არ უნდა იხარჯებოდეს. მსგავსი მიქსი სცენაზე , მსოფლიო ოპერების სცენაზე არსებობს და ერთი მცდელობა ახლა ჩვენ გვაქვს, როგორ შეებმებიან ერთმანეთს, დიდი ორკესტრი, სოლისტები, საბალეტო დასი და ასე შემდეგ.
ყოველი ტიპაჟი, რომელიც სცენაზე დადგება, არიან ცნობილები და ისინი გამოცდილებიდან გამომდინარე დგანან ამ შემთხვევაში და ამ პროდუქციაში" - აღნიშნა ლაშა ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტისგენერალური მედიამხარდამჭერია Reportiori.ge