„საქართველოში საავტორო უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, მე ამას ჩემი გადმოსახედიდან ვიძახი, საავტორო უფლებების ასოციაციასთან ჩემი ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, 80-იანებიდან მოყოლებული მაქვს მათთან საქმიანი ურთიერთობა“, - განაცხადა კომპოზიტორმა ჭაბუკა ამირანაშვილმა „ქართულ აზრთან“ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მუშაობასთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში.
„არ ვარ ის ადამიანი, ვინმე ვლანძღო, ერთადერთი პრობლემა, რაც იყო კობალაძის კომპანიასთან, ის მქონდა, რომ ვერ ვიგებდი, როდის საიდან რას მირიცხავდნენ და რატომ? თორემ თანხაზე მე პრობლემა არ მქონია, შეძლებისდაგვარად რასაც ახერხებდნენ, გვირიცხავდნენ, უბრალოდ, ყოველთვის მქონდა კითხვა ერთი და იმავე თანხასთან დაკავშირებით. მეკუთვნოდა თუ არ მეკუთვნოდა, მაინც მიხდიდნენ. ხომ არიან მუსიკოსები, შემსრულებლები, რომელსაც ან ჩემზე მეტი ეკუთვნით, ან ნაკლები? ხდება ისე, რომ ყოველ თვე რაღაც ფიქსირებული თანხა ირიცხება, არ მინდა, გენაცვალე, ნურც დამაკლებ და ნურც მომიმატებ“,- განაცხადა ჭაბუკა ამირანაშვილმა.