logo_geo
eng_logo
თორნიკე ბზიავა: საქართველოში ექსპერიმენტების დრო დადგა!
- +

31 მაისი. 2016. 15:20



თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" იდგმება.

შემოქმედებით ჯგუფში 180- მდე მონაწილეა. მათ შორის არიან დრამის მსახიობები, ოპერის მომღერლები, საბალეტო დასი, სიმფონიური ორკესტრი... შეიძლება ითქვას ეს ახალი სიტყვაა ქართულ ხელოვნებაში.

მთავარი როლის „დომენიკოს" შემსრულებელი  თორნიკე ბზიავა:

„ძალიან საპასუხისმგებლოა ისეთი ნაწარმოების გადმოტანა სცენაზე, რაც ყველასთვის ცნობილია. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რომანია, რომელიც აღწერს ქართველების იმ ბუნებას, რომელიც ღუპავს ამა თუ იმ საზოგადოებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის ფორმაა, სადაც ერთიანდებიან როგორც დრამის მსახიობები, ასევე საბალეტო დასი, სიმფონიური ორკესტრი და ა.შ...

საქართველოში ექსპერიმენტების დრო ნამდვილად დადგა, რადგან ექსპერიმენტი, რომელიც გარკვეულ ცოდნას ეფუძნება, ხშირ შემთხვევებში გზაა უკეთესი ასპარეზისთვის" -
ამბობს თორნიკე ბზიავა.

შეგახსენებთ, პრემიერები 31 მაისსა და 1 ივნისს გაიმართება.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია Reportiori.ge.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner