logo_geo
eng_logo
სარა სანდერსი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას ტოვებს
- +

14 ივნისი. 2019. 02:09

 

 

სარა სანდერსი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს.

 

სამწელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ თვის ბოლოს ჩვენი შესანიშნავი სარა სანდერსი თეთრ სახლს ტოვებს და არკანზასის შტატში ბრუნდება. ის ექსტრაორდინარული უნარებით დაჯილდოებული განსაკუთრებული ადამიანია, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია! იმედია, ის არკანზასის გუბერნატორის თანამდებობაზე იყრის კენჭს - ეს არაჩვეულებრივი იქნება. სარა, მადლობა კარგი მუშაობისთვის!“ - წერს ტრამპი.

 

სარა სანდერსი თეთრი სახლის პრესმდივნად 2017 წლიდან მუშაობდა. სარა სანდერსი პრეზიდენტ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და დამცველი იყო. მისი ყველაზე ცნობილი სიტყვებია, რომ "ღმერთს სურდა, ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო". როგორც BBC წერს, მისი ყოფნის პერიოდში მედიასთან ბრიფინგები სულ უფრო მეტად იშვიათად ტარდებოდა. ბოლო ბრიფინგი 11 მარტს გაიმართა. American Presidency Project-ის ინფორმაციით, სანდერსმა იმაზე ნაკლები პრესკონფერენცია ჩაატარა, ვიდრე ნებისმიერმა წინა 13-მა პრესმდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner