logo_geo
eng_logo
ნინო დუმბაძე: სიგიჟემდე მიყვარს „სამოსელი პირველი“
- +

31 მაისი. 2016. 15:20



კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა განსხვავებული და ორიგინალური პროექტი შექმნა. სპექტაკლი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების „სამოსელი პირველის" მიხედვით შექმნა.

„რეპორტიორი" უჩვეულო პროექტის შესახებ, სპექტაკლის ერთ-ერთ მონაწილეს მსახიობ ნინო დუმბაძეს ესაუბრა:

„სიგიჟემდე მიყვარს გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი". პირველად ახალგაზრდამ წავიკითხე და შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს. ეს ნაწარმოები ქართველების უმრავლესობას ძალიან მოსწონს.
ძალიან საინტერესო უნდა იყოს შერწყმა. ოპერა, ბალეტი, დრამატული თეატრი, მხატვრობა, ყველაფერი ერთად დიდებული აღსაქმელი იქნება.

ძალიან მომწონს ჩემი როლი. მამიდა არიადნა, კეკლუცი ქალბატონი, კარგი პერსონაჟია და მინდა, იდეალური გამომივიდეს. მსახიობები ორ-ორ როლს ვთამაშობთ, ზოგს სამიც უწევს. მეორე როლიც ასევე საინტერესოა, ცოტა პატარაა მოცულობით, მაგრამ კარგი ეპიზოდია. პოლკოვნიკის მეუღლე სტელას ვთამაშობ. ეს ორი როლი რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომაც უფრო საინტერესოა.

არის საინტერესო მხატვრობა და მუსიკა. ხანდახან ცრემლიც მადგება მოსმენისას და მსახიობებმაც თუ შევმატეთ ამ ყველაფერს რაღაც საინტერესო, ძალიან კარგი ემოციით დატოვებს მაყურებელი ოპერის თეატრს" - აღნიშნა მსახიობმა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანია. სიმფონიურ ორკესტრს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს, ხოლო პროექტის პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე გახლავთ.
გენერალური მედიამხარდამჭერია Reportiori.ge


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner