logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
- +

14 ივნისი. 2019. 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და „ჰეკლერ-კოხის“ სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner