ერთი ქალაქელი კაცის ფიქრები:
სცენაზე იდგნენ „აქუსთან“ ნამყოფები. ის არსად ჩანდა, თან იქ იყო! ტალიკ-ტალიკა ნაძირლების შეკრება იყო, ბოლო ათწლეულების ყველაფერზე გადამხტრები მოძრაობებს და პარტიებს ქმნიან, ტივტივებენ, ძალიან უნდათ ზედაპირზე ყოფნა. უწინასწარმეტყველა „ვეზდეხოდა ხუხამ“, მრავალპარტიული იქნებაო მომავალი პარლამენტიო და დაიძრა. ჯერ სად ვართ? „აიფონებში“ ჩაყვინთულო საზოგადოებავ, პარტიების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მიმდინარე მოვლენებმა ეს ისტორია გამახსენა: გასული საუკუნის დასაწყისში, როცა „მაუზერებით“ შეიარაღებულები უტევდნენ ეკლესიებს, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ, გურიის ერთ სოფელში ეკლესიის გუმბათიდან ჯვრის ჩამოსაგდებად ასულმა „მაუზერიანმა“ რევოლუციონერმა ეზოში მდგომ მღვდელს გადმოძახა - „სადაა, მამაო, შენი ღმერთი, ხომ ხედავ, ვერაფერს მაკლებსო?!“
მღვდელმა ასძახა - „მეტი რაღა უნდა გიქნას, შე საცოდავო, გაგაგიჟაო!“
და ბოლოს, ტყვიაველ „ოქროს“ უთქვამს, შევარდნაძე გვეხვეწებოდა, საქართველოში დამტოვეთო. ახლა ვინც შენ ხმა ამოგაღებინა, იმ ქვეყანამ გადაწყვიტა მაშინ მთელი ნაცბოზბანდის მოთრევა და შევარდნაძე სად იცხოვრებდა, ეგეც გადაწყვეტილი იყო.
P.S. სცენარის ავტორი კი ხითხითებს.
სოსო ვაშაკიძე