logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა
- +

31 მაისი. 2016. 15:23



საქართველოს პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, წინასაარჩევნო გარემო და ოპოზიციური პარტიების შანსები შეაფასა. მიროტაძე არ იზიარებს ზვიად ძიძიგურის განცხადებას, რომ  „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. 

 

„ნაციონალური მოძრაობა" ახლაც არ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. „ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ბედავს და კვლავ იღებს მონაწილეობას ცემა-ტყეპის აქციებში და თავისი დანაშაულების ფონზე ბედავს სხვის დადანაშაულებას არადემოკრატიულობაში, ქვეყნის წინსვლის შეჩერებაში და ა.შ.  მომავალში „ნაციონალური მოძრაობა"  ვერ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა" , - განაცხადა მიროტაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner