ავტორი ანა ფერაძე
ქუჩის რეპორტაჟი: უნდა იდგას თუ არა მერაბ კოსტავას ძეგლი თბილისში?
უნდა იდგას თუ არა მერაბ კოსტავას ძეგლი თბილისში? ამ კითხვით „რეპორტიორმა თბილისის მოსახლეობას მიმართა და გაიგო საზოგადოების აზრი.
გულიკო ახვლედიანი: მერაბ კოსტავა საქართველოსთვის თავდადებული პიროვნება იყო, კოსტავას ძეგლი თბილისში უნდა იდგას.
ვლადიმერ ვერიტაშვილი: აუცილებლად უნდა იდგას მერაბ კოსტავას ძეგლი.
ზაზა ვარძელაშვილი, ინჟინერი: აუცილებლად უნდა იყოს მერაბ კოსტავას ძეგლი თბილისში.
გელა თვარაძე, ინჟინერი: რა თქმა უნდა, უნდა იდგას მერაბ კოსტავას ძეგლი თბილისში. მე ის გამიკვირდა, 26 მაისს მედიამ არ ახსენა, რომ კოსტავას დაბადების დღე იყო.
ნოდარ ხომერიკი, მათემატიკოსი: მერაბ კოსტავა ეროვნული გმირია და მისი ძეგლი აუცილებლად უნდა იყოს თბილისში.
ბექა ქუთელია, სტუდენტი : პირველ რიგში მერაბ კოსტავას ძეგლი უნდა იყოს თბილისში და სხვა ქალაქებშიც.
ხუჭა ხუწარია, სტუდენტი: მერაბ კოსტავა ეროვნული გმირია და მისი ძეგლი უნდა იყოს თბილისში.
ვაჟა მაისურაძე: მერაბ კოსტავას ძეგლი უნდა იყოს თბილისში, რადგან ეროვნული გმირია.
ოლია პავლოვა: წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ მერაბ კოსტავას ძეგლი თბილისში იქნება.
ვახტანგ ფხალაძე, სტუდენტი: საჭიროა, მერაბ კოსტავას ძეგლი იდგას თბილისში.
შალვა ღონღაძე, მშენებელი: მერაბ კოსტავა საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. კოსტავას ძეგლი თბილისში უნდა იყოს.
მერი ხუსკივაძე, პენსიონერი: მერაბ კოსტავას ძეგლი აუცილებლად უნდა იყოს თბილისში.
ზურაბ მჭედლიშვილი, პედაგოგი: მერაბ კოსტავას ძეგლი თბილისში უნდა იყოს.
ნოდარ გულბანი, პროფესორი: მერაბ კოსტავა ის პიროვნებაა, რომელმაც ეროვნული საქმე გააკეთა და იმსახურებს, მისი ძეგლი დაიდგას თბილისში.
დალი ირემაძე, პედაგოგი: აუცილებელია, მერაბ კოსტავას ძეგლი იყოს თბილისში, რადგან ეროვნული გმირია.