logo_geo
eng_logo
შსს ფშაველი-ომალოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

14 ივნისი. 2019. 17:12

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

 

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი - 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე.

 

აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner