logo_geo
eng_logo
„ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ წლის ბოლოსთვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს მიუხალოვდეს"
- +

31 მაისი. 2016. 15:46


 

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, დღეს ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ წლის ბოლოსთვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს მიუხალოვდეს.



კალანდაძის განცხადებით, დაანონსებული 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველოს აქვს იმის საშუალება, თუ სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური აქცენტები გაკეთდება, წლის ბოლოსთვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს მიუხალოვდეს და ცოტა მეტიც იყოს.



ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობელი ფაქტორი არის ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის მატება. ეკონომიკური აქტივობის მხრივ, მოგეხსენებათ, გაზაფხული და ზაფხული აქტიური სეზონია. ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემოდინებამ უზრნველყო ის, რომ გარკვეული სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ფულადი გზავნილები და რაც ყველაზე მთავარია, აქტივობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მსხვილი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელიც ზოგადად, უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებელს. ძალიან მნიშვნელოვანია, წლის დარჩენილი პერიოდისთვის, ხელისუფლებამ შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გააძიეროს მსხვილ საინვესტიციო პროექტების წახალისებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, მშპ ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალი იყოს. ვვარაუდობ, მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებულია 3%-იანი ეკონომიკური ზრდა, დღეს ქვეყანას აქვს იმის საშუალება, თუ სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური აქცენტები გაკეთდება, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%- მიუხალოვდეს და ცოტა მეტიც იყოს", - განაცხადა კალანდაძემ.



შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა. მინისტრი ასევე, ვარაუდობს, რომ წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი იქნება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner