logo_geo
eng_logo
პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე სულ 8 პირი დააკავა
- +

14 ივნისი. 2019. 22:00

 

„საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

 

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

 

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ რვა პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner