ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „ტვიტერში“ დაწერა.
„არ მინდოდა, ეს დღე დამდგარიყო. ამ დილას გარდაიცვალა ფრანკო ძეფირელი - ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი მსოფლიო კულტურაში“, - დაწერა ნარდელამ.
ძეფირელის ყველაზე ცნობილი ფილმებია „ჭირვეული ცოლის მორჯულება“ (მთავარ როლებში ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი) და „რომეო და ჯულიეტა“.