ავტორი სოფო ხუგოიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივაზე „რეპორტიორს" ესაუბრა.
კობახიძის ინიციატივით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცილისწამების მუხლი უნდა დაბრუნდეს. ნიშნიანიძის თქმით, ცილისწამების წინააღმდეგ გარკვეული სანქციები უნდა დაწესდეს, თუნდაც ფულადი ჯარიმის სახით.
„რაღაც სანქცია უნდა იყოს გატარებული, რადგან ძალიან გახშირდა ცილის წამებები, ყველა შეღონებულები ვართ ასეთი ფაქტებით. ადამიანი, რომელიც დაუსაბუთებლად იკადრებს ცილისწამებას, რაღაც ფორმით უნდა დაისაჯოს, შეიძლება, ეს ჯარიმის ფორმით იყოს. ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანმა ცილისწამებისთვის გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს", - ამბობს ნიშნიანიძე.