„ახალი კომპანია აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, დაკომპლექტებულია პროფესიონალებით“, - განაცხადა მომღერალმა ეკა კახიანმა „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ზე საუბრისას.
„მათაც დრო სჭირდებათ, რომ დაალაგონ ყველაფერი და ერთხელ და სამუდამოდ სისტემა მოიყვანონ მწყობრში. დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს ეს საქმე, სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდნენ და ვაცადოთ, ხელი შევუწყოთ კარგი საქმის კეთებაში. ბევრი ჩემი კოლეგა გაწევრიანდა, ვინც ორჭოფობდნენ, ისინიც და მგონია, რომ რაღაც გამოვა. ძალიან იმედიანად ვარ, რაც მთავარია, მაქვს შეგრძნება, რომ გამჭვირვალე პროცესია, არავინ არაფერს მომატყუებს და ჩემივე ტელეფონში მობილური აპლიკაციით მექნება საშუალება, ვაკონტროლო ჩემი შემოსავალი“, - განაცხადა ეკა კახიანმა.