logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი 4 წლის წინ სანატრელი იყო
- +

31 მაისი. 2016. 16:42



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი „ძალიან საინტერესოა წარსულის მოვლენების, დღევანდელობისა და გასული წლების დინამიკის საკმაოდ მკაფიო ანალიზით".



მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება, წერილის მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს მიერ აღებული ვექტორი აბსოლუტურად სწორი, ბოლო წლებში მიღწეული შედეგები კი ძალიან მნიშვნელოვანია.



რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა, წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი იყო ნამდვილად სანატრელი თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება", - განაცხადა პრემიერმა.



რაც შეეხება ღია წერილში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, პრემიერმა კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ საკითხზე არჩევანი 4 წლის წინ გააკეთა.



მე მგონია, რომ ეს არჩევანი შეუქცევადი იქნება",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner