logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა
- +

15 ივნისი. 2019. 23:53

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

 

სი ძინპინი 66 წლისა გახდა. ჩინეთში მსგავს ამბებს თითქმის არ აშუქებენ მედიასაშუალებები. ამასთან ხშირად არ არის საჯარო მსგავსი უმაღლესი თანამდებობის პირების დაბადების დღის ზუსტი თარიღი ცნობილი. ინფორმაცია ხშირად სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევა.

 

უცნობია ნაყინის არომატი. ჩინურ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩინური ჩაი აჩუქა.

 

გამოცემის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ის ჩინეთში პოპულარობით სარგებლობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner