თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარას მიერ შესყიდული საზენიტო რაკეტების სისტემის С-400-ის თურქეთისთვის მიწოდება ივლისიდან დაიწყება.
„რუსეთთან განვიხილეთ С-40“-ის თემა. ეს უკვე დასრულებული საქმეა. რაიმე სახის პრობლემები არ ჩანს. ვფიქრობ, მიწოდება დაიწყება ივლისის პირველ ნახევარში“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის განცხადებით, ანკარა არ აპირებს აღნიშნული სისტემის შესაძენ კონტრაქტზე უარის თქმას.
„ჩვენ დავსვით ჩვენი ხელმოწერა და დავასრულებთ დაწყებულს. რუსეთმა კრედიტი ისეთი პროცენტებით მოგვცა, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე არ არსებობს“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის წერილზე პასუხს ამზადებს, რომელიც ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკავშირდება, თურქეთის მიერ С-400-ის შეძენის გამო შეაჩეროს თურქეთის მონაწილეობა პროგრამაში, რომლითაც თურქ მფრინავებს F-35-ების მართვას ასწავლიან. პრეზიდენტის ინფორმაციით, ეს წერილი უახლოეს დღეებში გაეგზავნება ამერიკას.