logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: „ნაციონალებისგან“ ერთი მონანიებაც ვერ მოვისმინეთ!
- +

31 მაისი. 2016. 16:45



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე 2004-2012 წლებში ციხეში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სამუშაო გუნდის ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 30 მაისს განიხილა. ლორთქიფანიძის განცხადებით, ყოფილ და ამჟამინდელ პატიმრებზე ჩატარდა გამოკითხვა, გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ მათზე იყო მოხრჩობის მცდელობა, 8% ამბობს, რომ წყალში დახრჩობის მცდელობა იყო, ხოლო 79% ამბობს, რომ სცემდნენ.


„პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა 2004-2012 წლებში ციხეში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სამუშაო გუნდის ანგარიში. ჩამოთვლილია  წამების ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ჩატარდა ყოფილი პატიმრების გამოკითხვა. გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ მათზე იყო ფიზიკური ზემოქმედება მოხრჩობის მცდელობით. 8 % ამბობს, რომ წყალში დახრჩობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გამოკითხულთა 79%  ამბობს რომ მათ სცემდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას"  ციხეში 100 ადამიანიდან 79 გაგდებული ჰყავდა წიხლქვეშ და მათგან ერთი მონანიებაც ვერ მოვისმინეთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner