logo_geo
eng_logo
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია
- +

16 ივნისი. 2019. 17:28

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა. ამასთან, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ქარია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner