ქალაქ წნორში სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზაცია მოახერხეს, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, საწყობებში მარცვლეული იყო.