ანტალიაში, 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, რომელ იც თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სახლიდან, სადაც ქალი ცხოვრობდა უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. თურქული მედიის ცნობით, ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტობს. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც ცხედარს საქართველოში გადაასვენებენ.