logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს
- +

17 ივნისი. 2019. 14:38

 

 

ისრაელის პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.

 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს.

 

დაკავებულებს ბრალი ედებათ მოსყიდვაში, თაღლითობაში, ასევე ისრაელის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში.

 

გამოძიება ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა და ისრაელის პოლიციის ანტიკორუფციულმა დანაყოფმა ჩაატარა, რა დროსაც გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელის წევრები. აღნიშნული ქსელი ეჭვმიტანილია ისრაელში უკანონო გზით საქართველოს მოქალაქეების შეყვანაში.

 

როგორც გამოცემა წერს, ქსელის წევრებს შორის არიან აეროპორტის მომსახურე კომპანიების თანამშრომლები, ისინი ორგანიზებულად და სისტემატურად ეხმარებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბენ გურიონის აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმის გვერდის ავლაში და ისრაელში ისინი სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე შეჰყავდათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner