logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
- +

17 ივნისი. 2019. 15:35

 

„ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს.

 

„დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით, კერძოდ 2019 წლის ბოლომდე.

 

ჩვენ, ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, როდესაც შედგა შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, შეთანხმება იყო მიღწეული, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მათ დასჭირდეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ფინანსური ნაწილის დახურვა ინვესტორების მხრიდან და ამ ინფორმირების შედეგად ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს ამ საბოლოო ვადას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მან ასევე ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც ამერიკაში მას და „SSA MARINE“-ის წარმომადგენლებს შორის შედგა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ.

 

„აქვე მინდა გითხრათ, რომ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, „SSA MARINE“ -სთან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანია და ის განიხილება ანაკლიის პორტის ოპერატორ კომპანიად.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიების ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner